სანქციები რუსეთს

03 მარტი 2021, 20:05 1126 ნახვა

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო, ამერიკა და ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს. აშშ სანქციებს ამ კვირაში მიმართავს ევროკავშირთან შეთანხმებით და „შავ სიაში“ არაერთი აღმოჩნდება.

ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს და პირველად გამოიყენეს ახალი სპეციალური მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი რუსეთში მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა და მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა,  ის აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში