აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04 მარტი 2021, 10:56 904 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 35 658 მოქალაქემ დაამარცხა. კლინიკა დატოვა 5-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 2 ადამიანი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 119 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 33, ხოლო ონლაინ კლინიკაში 74 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში