თბილისში მკვლელობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

04 მარტი 2021, 15:29 898 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში