საქართველოს მთავრობამ შეასრულა ყველა ვალდებულება, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, ეს რთული პროცესია - ჰანს კლუგე 

04 მარტი 2021, 17:15 1060 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრმა  და მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა, „კოვაქსი“ ახლა იწყებს და იკრებს სიჩქარეს და ეს რთული პროცესია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი მთავარი გზავნილია ქართველი ხალხისთვის,  რომ ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა. ამას ვამბობ იმის გამო, რომ პრესაში მე ვხედავ სხვა ინფორმაციას. კოვაქსმა ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება, იწყება სიჩქარის აკრეფა, რაც რთული პროცესია. ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს ქვეყნების ნაწილმა,  იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის, ამ საკითხზე გასული კვირის ბოლოს სატელეფონო კონფერენცია შედგა.

დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი. რადგან შესყიდვის პროცესი დასრულებულია. 

მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას დაიცვან წესები, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის დაწესებული" - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში