კომისია „ოცნების ქალაქზე“ ჯერ ისევ მსჯელობს

04 მარტი 2021, 20:08 1354 ნახვა

ე.წ-ლი ,,ოცნების ქალაქში“  მცხოვრებლების მორიგი შეხვედრა სამთავრობო კომისიის ფორმატში.  სხდომა  მედიისთვის დახურული იყო, რომლის  დასრულების შემდეგაც მოსახლეობამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნების ნაწილს კრიტერიუმებთან დაკავშირებით მთავრობა გაითვალისწინებს.

თუმცა ვერ შეთანხმდნენ ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმებაზე, რასაც მოსახლეობა ითხოვს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა შედარებით პროდუქტიული იყო და უახლოეს პერიოდში მთავრობის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაცნობად მოსახლეობას ადგილზე შეხვდებიან. 

ამბობს, რომ დაახლოებით 12-მდე კატეგორიის ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.  ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მიზანია სამთავრობო კომისიის მუშაობა იყოს გამჭვირვალე, რის გამოც დღევანდელი შეხვედრა ჩაინიშნა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს, რამაზ ჯინჭარაძე განმარტავს, რომ სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებას მეტი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე დოკუმენტს, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში