მორიგი პროტესტი „ბათუმის ამბასადორს“

04 მარტი 2021, 20:03 1007 ნახვა

„დაიცავი ბულვარის“ წევრებმა განათლების სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია-პერფომანსი გამართეს. ისინი განათლების მინისტრისგან ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ სააგენტოს ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, დავის მოგების შემთხვევაში კი, მათი თქმით, ისევ სახელმწიფო და მოსახლეობა ზარალდება, ამიტომ სასამართლოს დასრულებამდე მშენებლობა უნდა შეჩერდეს.  საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ვადა  ხვალამდე მისცეს.

აჭარის განათლების სამინისტრომ  წერილობითი ცნობა მოგვაწოდა, სადაც მითითებულია, რომ ,,ბათომის“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით 2 მარტის ბრძანებით დაწყებულია  ადმინისტრაციული წარმოება,  დაინტერესებულ პირებს მოსაზრების წარსადგენად განესაზღვრათ 5 დღიანი ვადა.

ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში