სამოქალაქო საზოგადოების 5 პუნქტიანი შეთავაზება

05 მარტი 2021, 14:35 735 ნახვა

პოლიტიკური პარტიების დიალოგის განახლებას სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან და ხელისუფლებას ხუთპუნქტიანი შეთავაზებით მიმართავენ. გათავისუფლდნენ პატიმრობიდან ნიკა მელია და გიორგი რურუა. შეწყდეს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა, ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების წინააღმდეგ.  გატარდეს რეალური საარჩევნო რეფორმა,  გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ოპოზიციას  პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გარკვეული ბერკეტები გადაეცეს. გადაიდგას ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით, ჩატარდეს ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა. განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ მმართველ გუნდს უზრუნველყოს  ვითარების დეესკალაცია, მიუთითებენ პროცესებში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობის აუცილებლობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში