ახალ ზელანდიაში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება

05 მარტი 2021, 14:58 1219 ნახვა

სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 8 მაგნიტუდას გადააჭარბა. თავდაპირველად არსებობდა ცუნამის საშიშროება, თუმცა ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში