„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად - ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 17:27 1271 ნახვა

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება-გადამზადება, რათა მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“. ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში