მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გაზარდა

06 მარტი 2021, 12:35 1763 ნახვა

3 დღიანი გაფიცვის შემდეგ ნომერ 39  სამარშუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა მუშაობა განაახლა, თუმცა თვითნებურად გაზრდილი ტარიფით. მძღოლების ინფორმაციით, მათ გაფიცვაზე უარი მოსახლეობის მოთხოვნით თქვეს, თუმცა მგზავრობისთვის ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 20 თეთრით მეტს ახდევინებენ.

როგორც მძღოლები ამბობენ, საწვავის ფასი გაიზარდა, მათი შემოსავალი კი შემცირდა, სწორედ ამიტომ 70 თეთრამდე მგზავრობის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება თვითნებურად ამიტომ მიიღეს. სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი კი გაფიცვას განაგრძობს და შემოერთებულ ტერიტორიებზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში