პატიმრის პროტესტი

06 მარტი 2021, 15:25 1086 ნახვა

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად კოვზი გადაყლაპა. მსჯავრდებული მაუწყებელს თავად დაუკავშირდა. მისივე განცხადებით,, ამ ფორმით პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა გააპროტესტა. პატიმარი აცხადებს, რომ  თავად არამწეველია, აკრძალულ ადგილებში მსჯავრდებულები  კი თამბაქოს მოიხმარენ, რის გამოც მისი ჯანმრთელობა ზიანდება.

ის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ასევე ვერ ახერხებს სოციალურ მუშაკთან შეხვედრას. პატიმრის პრეტენზიებს წერილობით პასუხობენ  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და განმარტავენ, რომ მსჯავრდებულის  პრეტენზია, თითქოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება ხდება ყველგან, საფუძველს მოკლებულია.  

რაც შეეხება სოციალური  მუშაკის ვიზიტს პენიტენციურ სამსახურში,   აცხადებენ,  რომ პატიმრის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან  პანდემიის გამო  შეხვედრები მინი ბარიერით იმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში