არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა

06 მარტი 2021, 15:20 1146 ნახვა

გორში, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში