კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს

06 მარტი 2021, 20:20 1388 ნახვა

გამოცემა Bloomberg​-ის  ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე აცრილია 291 მილიონზე მეტი ადამიანი. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად 7 მილიონზე მეტ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 85 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52 მილიონზე მეტი  ვაქცინირებული ადამიანით.

38 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 9 მილიონამდე ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 94 ვაქცინირებულს ნიშნავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში