"მთავარი არხის" ინფორმაციით, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა

06 მარტი 2021, 20:20 1141 ნახვა

ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ინფორმაციით, არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს. მათივე ინფორმაციით  მერის გაღიზიანება გოგოხიას ჟურნალისტურ საქმიანობას მოჰყვა - რომელიც მერის მონაწილეობით კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავებაზე მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით კაპიტონ ჟორჟოლიანი ჟურნალისტ დაემუქრა და ქვეყნიდან წასვლისთვის ფულიც შესთავაზა. ფაქტს  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.შსს-მ გამოძიება მუქარის და სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში