პორტუგალია 16:29 საქართველო

07 მარტი 2021, 12:00 1312 ნახვა

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, ლისაბონში პორტუგალიას ხუთი ლელო გაუტანეს და ბონუს-ქულით ანგარიშით 29:16 დაამარცხეს. პირველ ტაიმში ლელოები მირიან მოდებაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანეს, შესვენების შემდეგ კი თავი გიორგი მელიქიძემ, შალვა მამუკაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. 

ბორჯღალოსნები მომავალ კვირაში მადრიდში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, წლევანდელი  რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ორი მოწინავე ნაკრები საფრანგეთის საგზურს მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში