აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად 2 ტრილიონამდე დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა

07 მარტი 2021, 15:00 674 ნახვა

აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად 2 ტრილიონამდე   დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატის გადაწყვეტილებას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა. BBC-ის ინფორმაციით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ამერიკელები ერთჯერადი დახმარების სახით 1 400 დოლარს მიიღებენ.

გამოყოფილი თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება კორონავირუსის ტესტირების გაფართოებასა და შტატებს შორის ვაქცინის თანაბრად გადანაწილებას.

ბიუჯეტიდან  აღნიშნული დიდი რაოდენობის თანხის გამოყოფას არ ეთანხმებიან "რესპუბლიკელები". მათი თქმით, პანდემიით დაზარალებულ ქვეყანას ხარჯები კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში