შსს : მშობლებისა და ბებიის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

07 მარტი 2021, 20:20 2231 ნახვა

ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ თელავში 27 წლის მოქალაქე დააკავა.  დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა  მამას, დედას და ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში