ტატო ცეცხლაძის ბრალდების საპასუხოდ რესტორანი "გრილ თაუნი" განცხადებას ავრცელებს

07 მარტი 2021, 20:24 8060 ნახვა

რესტორანი „გრილ თაუნი“ ტატო ცეცხლაძის ბრალდების საპასუხოდ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, ამბობს, რომ იგი მიმტანობიდან სწორედ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს, გამო გაათავისუფლეს, რომელიც ბერა ივანიშვილის რესტორანში ვიზიტს ეხებოდა. 

რესტორან „გრილ თაუნში“ მომხდარს უარყოფენ და ამბობენ, რომ მისი განცხადება სამსახურიდან წასვლის რეალურ მიზეზთან შეუსაბამოა.

"გრილ-თაუნის სახელით გვსურს ოფიციალურად განვაცხადოთ რომ ბატონი ტატო ცეცხლაძე მართლაც მუშაობდა გრილ-თაუნში, თუმცა არავითარ ინციდენტს მასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია და მის მიერ გაკეთებული განცხადება სრულიად შეუსაბამოა სამსახურიდან წასვლის რეალურ მიზეზთან.

ჩვენი ინფორმაციით ის აჭარის ტელევიზიიდან გეგმავდა აშშ- ში წასვლას რაც გახლდათ რეალური საფუძველი სამსახურიდან წასვლის. როგორც ვვარაუდობთ მისთვის ხელსაყრელი იყო “დევნილის მანტიით” აღნიშნულ ქვეყანაში სტატუსის მიღება. შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა განცხადება რომელიც ლახავს ჩვენს იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება" - წერია რესტორნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში