რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

08 მარტი 2021, 10:16 1114 ნახვა

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას, დღეიდან განაახლებენ.

შეზღუდვა დარჩება შაბათ-კვირას. 

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.

პირველ აპრილამდე რესტორნებში ცოცხალი მუსიკა აკრძალული რჩება. ასევე, რესტორნებს ერთ სივრცეში მხოლოდ 360 ადამიანის განთავსების უფლება აქვთ.

რესტორნებმა შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება ბათუმში პირველი მარტიდან განაახლეს.

ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში