აფეთქება სამხედრო ბაზაზე - დაიღუპა 20 ადამიანი

08 მარტი 2021, 11:56 960 ნახვა

ეკვატორულ გვინეაში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების სერიის შედეგად დაღუპულია 20, ხოლო დაშავდა 600 ადამიანი. შემთხვევა ქალაქ ბატაში მოხდა. პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარის მიზეზი დინამიტთან დაუდევრად მოპყრობას უკავშირდება. აფეთქებების შედეგად დაზიანდა შენობები და საცხოვრებელი სახლები. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იარაღის საწყობში გაჩენილმა ხანძარმა საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში