ნამახვანჰესის სამუშაოები დროებით შეჩერდა

08 მარტი 2021, 18:05 744 ნახვა

ნამახვანჰესის სამუშაოები შეჩერებულია, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები იწყება. სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის 5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

თუმცა ისევ ძალაშია 14 მარტს ქუთაისში დაგეგმილი აქცია. უკვე 134 ღამეა მოქალაქეები რიონის პირას, კარავში ათევენ ღამეს. ადგილობრივების მოთხოვნაა, გამოცხადდეს ნამახვან ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმი და მშენებელმა კომპანიამ დატოვოს ხეობა.

28 თებერვალს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 2-კვირიანი ვადა მისცეს თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში