მშობლების მარში

08 მარტი 2021, 20:13 1034 ნახვა

საქართველოს მასშტაბით ,,ათასი მშობლის მარში“ გაიმართა. აქცია ქობულეთში 14 წლის მოზარდის ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დღეიდან ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს. 

კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, იგი აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში