ინციდენტი მარტვილის ეპარქიაში

08 მარტი 2021, 20:01 744 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან აივანზე მყოფები  ეზოში გადავარდნენ. ტელეფონით გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.  დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ტრავმა მიიღო ტვ პირველის ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა  ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრება, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. მათ კითხვები აქვთ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში