ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას - ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 11:30 733 ნახვა

„ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ნათია თურნავას პარლამენტში მოუსმენენ. ეკონომიკის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენება იმით დაიწყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ადგილობრივი ჰიდრო რესურსის განვითარებისთვის.

მინისტრის განმარტებით, მთავარი ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში.

"ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ვამზადებთ, რომელიც გამოიხატება პროექტის მომზადებასა და ზედამხედველობაში უფრო ფართო ჩართულობით, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის.

ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას და დღეს, აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდრო რესურსის განვითარება საქართველოსთვის იმისთვის, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკა იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული და დამოუკიდებელი და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა გვქონდეს“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღეს დეპუტატების წინაშე სიტყვით წარდგება სოფლის მეურნეობის მინისტრიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში