ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტისას დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს

09 მარტი 2021, 11:53 773 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს. მარტვილის საავადმყოფოს მედიკოსების განცხადებით, მას წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას. მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა  კლინიკაში გუშინ 2 პაციენტი შეიყვანა. ექიმის განმარტებით, ერთს ჰქონდა წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, მეორე პაციენტს - წვივის მოტეხილობა. დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ მოხდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ  ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა.არსებული ინფორმაციით,  რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩაინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან გადავარდა. დაშავდნენ სხვადსახვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები.ინციდენტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში