გურჯაანში მშობლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა - დაკავებულია 1 პირი

09 მარტი 2021, 12:51 1218 ნახვა

გურჯაანში მშობლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დროს დედას ახალშობილი ხელში ეჭირა, რა დროსაც მან გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინსიტროში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში