ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი შეთქმულებაზე საუბრობს

09 მარტი 2021, 15:09 690 ნახვა

ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ - ამბობს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე.  მისი განცხადებით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, შეთქმულება მოაწყო. მისივე განმარტებით, გუშინ კრებაზე მზად იყო ყველა კითხვისთვის ეპასუხა, თუმცა ამის საშულება არ  მისცეს  და  ვარაუდობს, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.    ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში