ევროპარლამენტმა სამ კატალონიელ დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა

09 მარტი 2021, 15:32 800 ნახვა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუჩდემონსა და მის ორ მოკავშირეს იმუნიტეტი მოუხსნა. კატალონიელ პოლიტიკოსებს ესპანეთში 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.  ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებას პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს. კატალონიის ყოფილ ლიდერს ესპანეთში ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება ბრალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში