სტუნდეტთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები და უნივერსიტეტის განმარტება

09 მარტი 2021, 15:42 3066 ნახვა

სტუდენტთა საინიციატივო   ჯგუფმა “არა დისტანციურ სწავლებას“ დღეს აქცია გამართა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით “არჩევანის თავისუფლება სტუდენტებს“, “დაგვაბრუნეთ აუდიტორიებში“.  ისინი მოითხოვდნენ სწავლების ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას, ანუ არჩევანის უფლებას ლექციებს დაესწრონ აუდიტორიებში ან ონლიან ზუმ-პლატფორმაზე.    

საინიციატივო ჯგუფი სასწავლებლის ადმინისტრაციასთან შეხვედრასაც ითხოვს. მათი აზრით,  უნივერსიტეტმა ვერ შეძლო კოვიდ რეგულაციების შესაბამისად მომზადება.  ბსუს რექტორი აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფთან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეხვედრა, სადაც ისაუბრეს სწავლების მოდელზეც.

მერაბ ხალვაშის თქმით, პირველ ეტაპზე 8 პროგრამის სტუდენტები დაბრუნდებიან სასწავლებელში, ეტაპობრივად კი სხვა ჯგუფებიც დაემატება და ეს ეპიდ ვითარებასა და ვირუსის გავრცელების რისკების შეფასებით მოხდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში