გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

09 მარტი 2021, 18:11 1034 ნახვა

არის თუ არა გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი ავთენტური - პროკურატურა ექსპერტიზის პარალელურად კი საგამოძიებო მოქმედებებს  ჩატარებას  გეგმავს. 

საუბრის უნებართვო ჩაწერის ან და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე უწყებამ გამოძიება  დღეს  დაიწყო.   

საუბარია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ  სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე  ფიგურირებენ.  

აქცია იყო დღეს  მთავრობის ადმინისტრაციასთან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში