საკომიტეტო მოსმენა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით

09 მარტი 2021, 18:02 1181 ნახვა

რაჭა ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის საკითხზე პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებულ კომიტეტების სხდომა დასრულდა.  მეცნიერები, სეისმოლოგები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ   აცხადებენ, რომ ბევრ საკითხზე  კომპეტენტური პასუხი ვერ მიიღეს. ერთ-ერთი ჰესის მიმდებარე ტერიტორიის მაღალი სეისმური რისკებია.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას,  თუმცა ამ სხდომამ პოზიციები კიდევ უფრო დააახლოვა. ხელისუფლების წარმომადგენლების და მოსახლეობის მორიგი შეხვედრა 12 მარტს ჩაინიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში