ხულოს არქივის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

09 მარტი 2021, 22:59 1435 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხულოს არქივის უფროსი, თემურ ბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ხულოს არქივის უფროსის, თემურ ბერიძის მიმართ (2020 წლის 1 ოქტომბერს) დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის საკითხის შესწავლის მიზნით.

ირკვევა, რომ თემურ ბერიძე ფლობს 100 % წილს შპს-ებში, ხოლო წილი არ არის გადაცემული სამართავად, მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, ასევე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

გარდა ამისა ხულოს არქივის უფროსმა უარი განაცხადა საარქივო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულების განხორციელებაზე - ხულოს არქივში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნაზე (დიგიტალიზაცია).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოყენებულ იქნა დისციპლინური ზომა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა აჭარის განათლების სამინისტროს, სადაც ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში