აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 მარტი 2021, 11:00 1242 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პირი. გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღემდე რეგიონში covid-19   35 769 მოქალაქემ დაამარცხა. კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 ადამიანი.  რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 100 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 20, ხოლო ონლაინ კლინიკაში  73 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში