სამუდამო პატიმრობა რუსი დიპლომატის მკვლელობისთვის

10 მარტი 2021, 12:39 742 ნახვა

თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ბრალდებით ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საქმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდა. რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა, მათგან ცხრის, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის საქმე ცალკე გამოიყო. თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. მას ანკარაში გამოფენაზე გაუხსნეს ცეცხლი. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში