უსკო-ს წევრობის ერთადერთი კანდიდატი

05 აპრილი 2016, 00:00 6244 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობაზე წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პოზიციაზე უარი რუსუდან მიქელაძემ თქვა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრის, რაულ თავართქილაძის მეუღლეა. უსკოს წევრობის ორი კანდიდატი არჩილ ხაბაძემ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. რჩეულებიდან მხოლოდ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჯაშის შვილი მამუკა ჯაში რჩება, რომლის კანდიდატურასაც დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში