პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

10 მარტი 2021, 14:50 959 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არმიის გენშტაბის უფროსად არტაკ დავთიანის კანდიდატურა წარადგინა. მან  შესაბამისი შუამდგომლობით ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს უკვე მიმართა. არტაკ დავთიანი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტს 2018 წლის 24 მაისიდან 2020 წლის 8 ივნისამდე იკავებდა.  სომხეთის არმიის გენშტაბის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა, ონიკ გასპარიანმა პრემიერის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციური უწოდა და თქვა, რომ ქვეყნის სამსახურს სხვა სტატუსით გააგრძელებს.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გასპარიანი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. ოპოზიცია პრემიერ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. ოპოზიციის მხარდამჭერებს პარლამენტის შესასვლელი დაბლოკილი აქვთ. ერევნის ცენტრში ამ წუთებში მასშტაბურ საპროტესტო მიტინგზე იკრიბებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში