პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

10 მარტი 2021, 17:49 953 ნახვა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალები  პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. გენტშაბი და სარდლობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  დანიშვნას მოითხოვენ, რადგან  მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება.

დღეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინიანის გადაწყვეტილება გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ძალაში შევიდა, რადგან სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის შესაბამის განკარგულებას და დადგენილ ვადაში არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების კონკრეტული, ბოლო ვადა არ არსებობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში