ტუნისის სანაპიროებთან ზღვაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

10 მარტი 2021, 17:53 1450 ნახვა

ტუნისის სანაპიროსთან ორი ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადასვლას ცდილობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტუნისის თავდაცვის სამინისტრო  ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 39 მიგრანტი დაიღუპა, ყველა მათგანი სუბსაჰარული აფრიკიდანაა.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 165 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დაკარგულების ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში