შეჭრა ბათუმის იაფ სახლში

10 მარტი 2021, 20:08 1924 ნახვა

საცხოვრებლების დაკანონების მოთხოვნით, დაახლობით 30 ოჯახი ე.წ „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში შეიჭრა.

როგორც ამბობენ, წლებია გაჭირვებაში არიან, არ აქვთ საცხოვრებელი და ფიქრობენ, რომ ისინიც იმსახურებენ მოხვდნენ სიაში და ბინის საფასური ეტაპობრივად დაფარონ.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ბათუმის მერის მოადგილის  განმარტებით კი, ოჯახები ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა შენობა დაატოვებინეს მოქალაქეებს, „იაფი სახლის“ კორპუსში დარჩენა მოახერხა რამდენიმე შშმპ-მა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში