არჩევნების მეორე ტური – იან კელის შეფასება

31 ოქტომბერი 2016, 00:00 3793 ნახვა

“არჩევნები კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი იყო და ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, - ასე აფასებს  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი არჩევნების მეორე ტურს.  ამერიკელი დიპლომატი ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას  ულოცავს. კელი  აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნების მსვლელობისას გარკვეული პრობლემები გამოავლინეს, მათ შორის დაშინების ფაქტები და ძალადობრივი ინციდენტები.  იან კელის  თქმით, აშშ მზად არის, იმუშაოს ქართული საზოგადოების ყველა სეგმენტთან და პოლიტიკურ სისტემასთან.

ამავე კატეგორიაში