სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი

11 მარტი 2021, 11:51 1108 ნახვა

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, ამ მიმართულებით დამდგარი  შედეგები და არსებული  გამოწვევები- საკითხები  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.  სხდომაზე  ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2026 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“  პროექტიც წარადგინეს, რომელზეც  გაიმართა დისკუსია და    მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები. დოკუმენტის შემუშავებაში როგორც უწყებაში განმარტავენ, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები და  არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულები.  სტრატეგიის პროექტის განხილვა  პარლამენტშიც იგეგმება.  ინფორმაციაას და ვიდეო  მასალას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში