ტურისტებისთვის თურქეთში შესვლის წესი იცვლება

11 მარტი 2021, 15:26 8312 ნახვა

15 მარტიდან  თურქეთში შესვლის წესი იცვლება. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო   აუქმებს მოთხოვნას კოვიდ-19-ის შესახებ ქაღალდის ანკეტის შევსებასთან დაკავშირებით ყველა რეისზე, გარდა ტრანზიტულისა. მის ნაცვლად მგზავრებმა უნდა შეავსონ ელექტრონული  ანკეტა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.  ეს ფორმა მათ თურქეთში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსონ.  ანკეტის შევსების შემდეგ იგი უნდა ამოიბეჭდოს ან აიტვირთოს ელექტრონულად და ის       აეროპორტში ავიაკომპანიის თანამშრომელს უნდა წარუდგინონ. ანკეტაში ტურისტებმა  უნდა მიუთითონ საპასპორტო და საკონტაქტო მონაცემები, ეროვნება, სქესი და გამგზავრების სატრანსპორტო საშუალება.    ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის ტურისტებს ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრებათ, შესაძლოა მათ  თურქეთში შესვლა დროებით აუკრძალონ კიდეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში