ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა

11 მარტი 2021, 21:44 1671 ნახვა

ყატარში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ჩოგბურთის ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ბასილაშვილმა სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 გაიმარჯვა. დაპირისპირება საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება. მატჩი 13 მარტს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში