ბორჯრალოსნები ესპანეთთან შეხვედრისთვის ემზადებიან

12 მარტი 2021, 15:59 897 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები  14 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ‘’ბორჯღალოსნები ესპანელ „ლომებს“ ურთიერთშეხვედრების ისტორიაში 22-ედ ეთამაშებიან და მე-18 გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, სერიოზული ტრავმა არცერთ მორაგბეს არ აწუხებს.  2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, მადრიდში თბილისის დროით 15:45 წუთზე დაიწყება. ერთი კვირის წინ ბორჯღალოსნებმა ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს 29:16 სძლიეს.

 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში