რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა

12 მარტი 2021, 14:29 1415 ნახვა

გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა. ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო, ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა.

არსებული ინფორმაციით, გომის მთაზე სანადიროდ ოთხი ახალგაზრდა ავიდა, მათგან ერთი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა კი მძიმეა.

"კურორტ გომისმთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების გამოსაყვანად დილიდან მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია.

ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო, ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა.

მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ფიზიკური ძალა, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ახალგაზრდების გამოყვანა" - აცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

არსებული ინფორმაციით, გომის მთაზე ჩანთები იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​მეხანძრე-მაშველთა ათ კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში