იაპონიაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

12 მარტი 2021, 17:45 1107 ნახვა

იაპონიის ჯანდაცვის  სამინისტრომ კორონავირუსის უცნობი შტამი აღმოაჩინა. ინფიცირებული ადამიანი ქვეყანაში ფილიპინებიდან თებერვალში ჩავიდა. უწყების ცნობით, ეს შტამი ისეთივე საშიშია, როგორც ადრე გამოვლენილი  ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ იაპონიამ 28 დეკემბერს  მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და რეგიონის მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა.  

 აკრძალვა  იანვრის ბოლოს უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ საგანგებო რეჟიმთან ერთად რეგულაცია 21 მარტამდე გახანგრძლივდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში