"დინამო" ბათუმმა "სამტრედია" დაამარცხა

13 მარტი 2021, 21:17 1428 ნახვა

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური გორში გაიხსნა. ბათუმის "დინამო" დროებით საშინაო შეხვედრებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, სადაც გათამაშების აუტსაიდერი "სამტრედიას" 2-0 მოუგო.

ანგარიში მე-11 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით "დინამომ" გახსნა. ნიქაბაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალდი თავად ბათუმელთა ფორვარდმა გაიტანა. სხვაობა ორამდე 45-ე წუთზე გაიზარდა.

რამდენიმე სვლიანი კომბინაციის შემდეგ გოლი შავიზღვისპირელების ახალწვეულის ფანცულაიას ანგარიშზეა. ოთხი ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 10 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.

ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ და ზეგ გაიმართება. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის "შუქურა" გასვლაზე "ლოკომოტივის" ესტუმრება. მატჩი 15 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში