ხვალიდან მედიკოსების ვაქცინაცია იწყება

14 მარტი 2021, 12:25 1037 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონისთვის განსაზღვრული 4000-მდე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მიიღო.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, იმუნიზაციის პროცესი მაღალ რისკჯგუფებში ორშაბათს დაიწყება, მისი თქმით, რეგიონში  მობილიზებულია ცხრა ამცრელი დაწესებულება, მათ შორის ოთხი ბათუმში, ხოლო ხუთი - აჭარის მუნიციპალიტეტებში.  მინისტრმა სამედიცინო პერსონალს ელექტრონულ სისტემაში ვიზიტის დაჯავშნისაკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში