რა შეზღუდვები იხსნება 15 მარტიდან?

14 მარტი 2021, 20:13 1270 ნახვა

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით 1 აპრილიდან შეძლებენ.

თუმცა გასათვალისწინებელი ექნებათ უსაფრთხოების ზომები და ამასთან ჯერჯერობით არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც სპორტდარბაზების მფლობელებისთვის პრობლემატურია, როგორც აღნიშნავენ კლიენტები ძირითადად მათ სწორედ საღამოს საათებში სტუმრობენ, ამასთან კი აკრძალვის პერიოდში მათი თქმით უზარმაზარი ფინანსური ზარალი განიცადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში