ვაქცინაცია იწყება - მოსაზრებები

14 მარტი 2021, 20:00 989 ნახვა

ვაქცნინაციის პროცესი ხვალიდან უნდა დაიწყოს. გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, საზოგადოებაში აზრი გაყოფილია ამას რამდენიმე თვის უკანდელი კვლევებიც აჩვენებდა, მედიკოსების ნაწილი ჩვენი ინფორმაციით ჯერ არ დარეგისტრირებულა სპეციალურ პლატფორმაზე, რაც შეეხება მოსახლეობას ნაწილი აცხადებს, რომ უკვე გადაიტანა კოვიდი და ვაქცინის საჭიროებას ვერ ხედავს.

ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ დაელოდება პირველად შედეგებს და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას, ექსპერტები ვაქცინის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და მოუწოდებენ მოსახლეობას არ დაიჯეროს მითები, რადგან ვირუსისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაა, პაატა იმნაძემ ეჭვების საპასუხოდ დღეს განაცხადა, რომ ხვალ დილას საჯაროდ აიცრება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში